Translate

среда, 11 сентября 2013 г.

ინდიკატორის აღმოჩენის ისტორია



ინდიკატორი (ლათ. მაჩვენებელი,ამომცნობი) – ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ ხსნარში მასში მიმდინარე ქიმიური პროცესის გამოსამჟღავნებლად მაგ., ლაკმუსი, რომელიც ფერს იცვლის მჟავასთან ან ტუტესთან შეერთებით.  მჟავა გარემოში ლაკმუსი იფერება წითლად, ტუტეში კი ლურჯად.
ჯერ კიდევ  1640 წელს ბოტანიკოსები აღწერდნენ  სურნელოვან მცენარეს, მუქი მეწამული ყვავილით –ჰელიოტროპს  (Heliotropium Turnesole) - რომელისგანაც გამოყოფილი იყო საღებარი ნივთიერება . მათ ფართოდ იყენებდნენ ქიმიკოსები როგორც ინდიკატორს, რომელიც მჟავაში ღებულობდა წითელ,  ხოლო ტუტეში კი  - ლურჯ ფერს.
XVII საუკუნეში ამ ინდიკატორს თავის ნაშრომებში აღწერდა ცნობილი  ინგლისელი ფიზიკო – ქიმიკოსი რობერტ ბოილი. თავდაპირველად  მას   ხმარობდნენ  მინერალური წყლების გამოსაკვლევად, ხოლო 1670  წლიდან  დაიწყეს მისი გამოიყენება სარეაქციო არის გამოსაკვლევად. 

                                            ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, რობერტ ბოილი
  

1694 წელს  ფრანგი ქიმიკოსი  პიოტრ  პომე  წერდა: –"როგორც კი  ძალიან მცირე რაოდენობას ჩავაწვეთებთ მას  მჟავაში იგი მაშინვე წითლდება. ამიტომ თუ ვინმეს სურს  იცოდეს შეიცავს თუ არა სარეაქციო არე რომელიმე მჟავას, შეიძლება გამოიყენოთ  ეს ინდიკატორი“                                                                                                                                                                                          
ლაკმუსი ძირითადად მოიპოვება მცენარეებში, კერძოდ, გარკვეული  ტიპის ლიქენებშიRoccella tinctoria, რომელიც ხარობს კაბობერდეს, კანარის კუნძულებზემადეირა, აზორის კუნძულზე, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპირზე.  


                      Rocella tinctoria             Dendrographa leucophoea


ინდიკატორი ლაკმუსი    
ლაკმუსი არის მუქი ფერის ფხვნილი ნიშადურის სპირტის  სუსტი სუნით. იგი  კარგად იხსნება სუფთა წყალში, იისფერი ხსნარის წარმოქმნით. მჟავე გარემოში (pH <4,5)  ლაკმუსი იღებს წითელ ფერს,   ხოლო ტუტეში (pH> 8,3) - ლურჯს.
ინდიკატორი ლაკმუსი მჟავაში  წითლია  მუდამ,
ტუტეში ლურჯია აქ სხვა აზრი არ არის,
ნეიტრალურ არეში –– იისფერია მუდამ.”





           მეთილნარინჯი



იმისათვის, რომ  დავიმახსოვროთ  მეთილნარინჯის   ფერი ტუტეში  (ყვითელიდა მჟავეში (წითელი) ამისათვის დაგვეხმარება ეს  ლექსი:

         “ ტუტისაგან  ვყვითელდები,   
     როგორც  ციებცხელებისაგან,
           მჟავაში კი  ვწითელდები,                   
    ისე  როგორც სირცხვილისგან.
           წყალში  ვეშვები თვალდახუჭული                        
    რადგან, აქ  ყოველთვის  ვარ  ნარინჯისფერი

ფენოფტალეინი
ფენოფტალეინი  მჟავატუტოვანი ინდიკატორია, რომელიც  ფერს იცვლის უფეროდან (pH <8,2 დან)  წითელ –  “ჟოლოსფერამდე”(ტუტეში), მაგრამ კონცენტრირებულ ტუტეში  - ისევ უფეროა.  
ფენოფტალეინი  მჟავეებში უფეროა, მხოლოდ კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში   წარმოქმნის  ვარდისფერ კატიონს.
 ფენოფტალეინი არის უფერო კრისტალური ნივთიერება, წყალში  ცუდად  იხსნება, მაგრამ კარგად  იხსნება  სპირტში და დიეთილის ეთერში.
                                   

მჟავაში მოხვედრა სხვებისათვისმარცხია,
 მაგრამ  ის იტანს-ამოუსუნთქავად, უცრემლოდ,  
აი ტუტეში კი  ფენოფტალეინისათვის  დგება არა ცხოვრება,  
არამედ   უწყვეტი სიწითლე.
ტუტეში ყველაზე ნათელი ჟოლოსფერი არის ფენოფტალეინი.”




                                                                  

Комментариев нет:

Отправить комментарий