Translate

вторник, 10 сентября 2013 г.

ჩემი პროექტი


 პროექტის გეგმა:
პროექტის დასახელება:    „  ინდიკატორი“
პრობლემის ანალიზი:  ქიმიკოსები ფართოდ  იყენებდნენ   ინდიკატორებს, რომელიც მჟავა და  ტუტე  არეში ფერს იცვლის. სიტყვა ინდიკატორი–ლათ. Indicator — მაჩვენებელს ნიშნავს.  ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში პიტერ  პომე  წერდა: –"როგორც კი  ძალიან მცირე  რაოდენობას ჩავაწვეთებთ იისფერ ლაკმუსს  მჟავაში იგი მაშინვე წითლდება.  ამიტომ თუ ვინმეს სურს  იცოდეს შეიცავს  თუ არა  სარეაქციო არე  რომელიმე მჟავას, შეიძლება გამოყენებულ იქნას ეს ინდიკატორი“. სწორედ სარეაქციო არის გამოკვლევა არის ჩვენი მიზანი. მოსწავლეებმა თვითონ დაამზადეს სხვადასხვა კენკროვანი მცენარის წვენისაგან ინდიკატორები და ჩაატარეს კვლევები. ეს ისეთი საინტერესო კვლევაა, რომლის შედეგებიც  შეიძლება გამოვიყენოთ ყოველდღიურ საქმიანობაში.
იმისთვის, რომ ადამიანმა სწორად მოიხმაროს საოჯახო ხსნარები, დაამზადოს საჭმელი, მიირთვას გაზიანი სასმელები და სხვა  გარკვეული ცოდნაც სჭირდებათ. 
პრობლემის  განსაზღვრა:                                                                                                              
მოსწავლეებმა ინდიკატორის შესახებ სახელმძღვანელოდან  ძალიან ცოტა რამ იცოდნენ :
1.      არ იცოდნენ  რა იყო  ინდიკატორები და მათი დამზადების წესი;
2.      არ იცოდნენ რატომაა საზიანო გამაგრილებელი გაზიანი სასმელების ჭარბად მოხმარება;
3.      არ ფლობდნენ ინფორმაციას  ინდიკატორების მნიშვნელობაზე;
მიზანი:         
ინდიკატორებთან  დაკავშირებით  ინფორმაციის  შეგროვება  და  გავრცელება  მოსწავლეებში. მოსწავლეების  ინფორმირება გამაგრილებელი გაზიანი სასმელების მოხმარების შესახებ, ყურადღების გამახვილება  ინდიკატორების მნიშვნელობაზე;
მოსწავლეებში ექსპერიმენტის დაგეგმვისა და  განხორციელების უნარების განვითარება, კვლევის  და კომუნიკაციის უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება, პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება.
ამოცანები:  
ამოცანა 1.  საუბარი ბილოგთან ლიქენების შესახებ, ჩვენი პროექტის აღმოჩენა, ლიქენი Xanthoria parietina და Evernia prunastri(L.)Ach რომელებიც შეიცავენ ინდიკატორებს, პირველი ფენოფტალეინს, ხოლო მეორე კი მეთილნარინჯს;
ამოცანა  2.  ექსპერიმენტის დაგეგმვა და  განხორციელება; 
ამოცანა 3. გამაგრილებელი სასმელების  pH-ის განსაზღვრა;
 ამოცანა 4.  სამუშაო დღიურების მომზადება და მოსწავლეებში  დარიგება ;


განხორციელების გზები:    
ექსპერიმენტის დაგეგმვა და  განხორციელება.  პასუხისმგებელი  ილია სიხაშვილი, სალომე სილაძე, შოთიკო გოგოლაძე და ანა  გოგალაძე;
საუბარი ბილოგთან ლიქენების შესახებ. პასუხისმგებელი: თეონა ინასარიძე და მერი წითლანაძე;
სამუშაო დღიურების მომზადება და მოსწავლეებში  დარიგება. პასუხისმგებელი   მიშიკო მჭედლიშვილი და ნიკოლოზ გოგოლაძე;
ვიდეო რგოლის მომზადება. პასუხისმგებელი   გიგა გელაშვილი.
                                                    
 სამუშაო გეგემა:       
კითხვარის მომზადება და მოსწავლეებში დარიგება
 ვიზიტი ბიოლოგთან
ექსპერიმენტის მომზადება
ვიდეო რგოლების მომზადება
პროექტის პრეზენტაცია,
ინტერნეტში განთავსება
ორი დღის მანძილზე.
 8-9-10.05.2013


ერთი დღის მანძილზე
11.05. 2013
ერთი კვირის მანძილზე
13-14.05.2013
15-16. 05.2013
19. - 20 05.2013

რესურსები:  ადამიანური რესურსები(მოსწავლეები და უფროსები), სინჯარები, კოლბები, სპირტქურა, ფაიფურის ჯამი, კენკროვანი მცენარეები, წითელი კომბოსტო, ჭარხალი, მჟავა, ტუტე, სოდა, სარეცხი და საწმენდი საშუალებები, წამალი ასპირინი,  კომპიუტერი, მონიტორი, პროექტორი, ციფრული  ფოტოაპარატი, სამუშაო ფურცლები, საწერი კალმები, პრინტერი, მობილური ტელეფონი, მონო ბარათი, ინტერნეტ მომსახურება.
 Skype, facebook, youTube, gmail.com, Google, mail.ru
 შედეგები:       პროექტი  განთავსებულია  ინტერნეტ  სივრცეში  და ყველა დაინტერესებულ  პირს ექნება  მისი ნახვის შესაძლებლობა.                                            


პროექტის შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
ცუდია
კარგია
საუკეთესოა
ჯგუფურ  მუშაობაში  ჩართულობა
არ  აქვს  კომუნიკაციის    სხვათა მოსაზრებების გაზიარების, აზრის გამართულად ჩამოყალიბების,  საკითხის   ძირითადი  არსის  შეჯამების უნარები.
ნაკლებად  აქვს  კომუნიკაციისაზრის  გამართულად  ჩამოყალიბებისსაკითხების  შეჯამების  უნარები
აქტიურად   არის  ჩაბმული  ჯგუფურ  მუშაობაშიგანვითარებული  აქვს  საჭირო  უნარები.
კვლევა -ძიება
უჭირს  მასალის  მოძიება.
ნაკლებად  აქვს  განვითარებული  კვლევა - ძიების  უნარი.
აქტიურად  მონაწილეობს  მასალის  მოძიებაშისრულად  აქვს  განვითარებული  კვლევა - ძიების  უნარი.
ინდივიდუალურად  მასალების  მოპოვება
უჭირს  ინდივიდუალურად  მუშაობავერ  ართმევს  თავს  მასზე  დაკისრებულ  დავალებას.
ნაწილობრივ  ასრულებს  დავალებას.
აქტიურად  არის  ჩართული  ინდივიალურად  პროექტის  მუშაობაში.
ისტ-ის გამოყენება
იყენებს ისტ-,მაგრამ არამიზანმიმართულად
იყენებს ისტ-, მაგრამ არა ზომიერად.
იზანმიმართულად იყენებს ისტ-.
პრეზენტაცია
არ  შეუძლია  პრეზენტაციის  წარდგინებაუჭირს  კომუნიკაცია  მსმენელებთან.
ნაწილობრივ  აქვს  კომუნიკაციის  უნარი.
შეუძლია  საუკეთესოდ  წარმართოს  პრეზენტაცია,აქვს  უნარი  მოხიბლოს  მსმენელი.

     


           




Комментариев нет:

Отправить комментарий