ინდიკატორი (ლათ. მაჩვენებელი,ამომცნობი) – ნივთიერება,
რომელიც შეჰყავთ ხსნარში მასში
მიმდინარე ქიმიური პროცესის გამოსამჟღავნებლად მაგ., ლაკმუსი, რომელიც
ფერს იცვლის მჟავასთან ან ტუტესთან შეერთებით. მჟავა გარემოში ლაკმუსი იფერება წითლად, ტუტეში კი ლურჯად.
ჯერ კიდევ 1640 წელს ბოტანიკოსები აღწერდნენ სურნელოვან მცენარეს, მუქი მეწამული ყვავილით –ჰელიოტროპს (Heliotropium Turnesole) - რომელისგანაც გამოყოფილი
იყო საღებარი ნივთიერება . მათ ფართოდ იყენებდნენ ქიმიკოსები როგორც ინდიკატორს, რომელიც
მჟავაში ღებულობდა წითელ, ხოლო ტუტეში კი - ლურჯ ფერს.
XVII საუკუნეში ამ ინდიკატორს
თავის ნაშრომებში აღწერდა ცნობილი ინგლისელი
ფიზიკო – ქიმიკოსი რობერტ ბოილი. თავდაპირველად
მას ხმარობდნენ მინერალური წყლების გამოსაკვლევად, ხოლო
1670 წლიდან დაიწყეს მისი გამოიყენება სარეაქციო არის გამოსაკვლევად.
ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, რობერტ ბოილი
1694 წელს ფრანგი ქიმიკოსი პიოტრ პომე წერდა: –"როგორც კი ძალიან მცირე რაოდენობას ჩავაწვეთებთ მას მჟავაში იგი მაშინვე წითლდება. ამიტომ თუ ვინმეს
სურს იცოდეს შეიცავს თუ არა სარეაქციო არე
რომელიმე მჟავას, შეიძლება გამოიყენოთ ეს ინდიკატორი“
ლაკმუსი ძირითადად
მოიპოვება მცენარეებში,
კერძოდ, გარკვეული ტიპის ლიქენებში: Roccella tinctoria, რომელიც
ხარობს კაბო–ბერდეს,
კანარის კუნძულებზე, მადეირა, აზორის
კუნძულზე, სამხრეთ
ამერიკის დასავლეთ
სანაპირზე.
Rocella tinctoria Dendrographa leucophoea
ინდიკატორი ლაკმუსი
ლაკმუსი არის
მუქი ფერის
ფხვნილი ნიშადურის
სპირტის
სუსტი სუნით.
იგი კარგად
იხსნება სუფთა
წყალში, იისფერი
ხსნარის წარმოქმნით.
მჟავე გარემოში
(pH <4,5) ლაკმუსი იღებს
წითელ ფერს, ხოლო
ტუტეში (pH> 8,3) - ლურჯს.
“ინდიკატორი
ლაკმუსი – მჟავაში წითლია მუდამ,
ტუტეში ლურჯია –აქ
სხვა აზრი
არ არის,
ნეიტრალურ
არეში
–– იისფერია
მუდამ.”
მეთილნარინჯი
იმისათვის, რომ
დავიმახსოვროთ მეთილნარინჯის ფერი
ტუტეში
(ყვითელი) და მჟავეში
(წითელი) ამისათვის
დაგვეხმარება ეს ლექსი:
“ ტუტისაგან ვყვითელდები,
როგორც ციებ–ცხელებისაგან,
მჟავაში კი ვწითელდები,
ისე როგორც სირცხვილისგან.
წყალში ვეშვები თვალდახუჭული
რადგან,
აქ ყოველთვის ვარ ნარინჯისფერი”
ფენოფტალეინი
ფენოფტალეინი მჟავა –ტუტოვანი
ინდიკატორია, რომელიც ფერს იცვლის
უფეროდან (pH <8,2 დან) წითელ
– “ჟოლოსფერამდე”(ტუტეში),
მაგრამ კონცენტრირებულ
ტუტეში
- ისევ
უფეროა.
ფენოფტალეინი
მჟავეებში უფეროა,
მხოლოდ კონცენტრირებულ
გოგირდმჟავაში წარმოქმნის ვარდისფერ კატიონს.
ფენოფტალეინი
არის უფერო
კრისტალური ნივთიერება,
წყალში
ცუდად
იხსნება, მაგრამ
კარგად
იხსნება
სპირტში და
დიეთილის ეთერში.
“მჟავაში
მოხვედრა სხვებისათვის
– მარცხია,
მაგრამ ის იტანს-ამოუსუნთქავად,
უცრემლოდ,
აი ტუტეში
კი ფენოფტალეინისათვის დგება არა
ცხოვრება,
არამედ უწყვეტი
სიწითლე.
ტუტეში ყველაზე
ნათელი ჟოლოსფერი არის
ფენოფტალეინი.”
Комментариев нет:
Отправить комментарий